„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისში 2 მაჟორიტარი კანდიდატი „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰყავდეს, ხოლო გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალ პარტიებს აქვთ პრეტენზია მაჟორიტარი კანდიდატები ჰყავდეთ.
ველაზე კარგი არის, რომ ბატონი ნიკა მელიას განცხადების ტექსტი ავიღოთ, ყურადღებით წავიკითხოთ, სადაც არის ნახსენები მხოლოდ და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”. ვერავინ ვერავის ვერც კონსულტაციებში მონაწილეობას აუკრძავას და ვერც იმას, პრეტენზია ჰქონდეს ერთ-ერთი მაჟორიტარული ადგილის წაღებისა
გრიგოლ ვაშაძის განცხადებას უკვე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია, რომელიც აცხადებს, რომ გაერთიანების წევრები კონსულტაციებში ერთი სუბიექტის სახელით იღებენ მონაწილეობას, შესაბამისად მათ ერთიანი კანდიდატები უნდა ჰყავდეთ.
გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ „ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი უნდა ჰყავდეს











