სამართალდამცველები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ.
„მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო მშვიდობის დასამყარებლად“,- ამ სიტყვებით მოუწოდებენ მოქალაქეებს.
ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.
კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობის წინ ჯებირების მორღვევას და შესვლას ცდილობენ, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო.











