„სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ…?“- ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ზუგდიდში მომხდარ ამბავს.
როგორც იგი ამბობს, სანამ ყველა კითხვაზე პასუხი არგვეცოდინება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
„სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ…? ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე, ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია.
ტერორისტი თუ დაკავებული ან განადგურებული არ იქნება და “აორთქლდება”, ან ოკუპანტებთან სახვეწარი თუ ექნა, ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს? მათ ხელში რომ სახელმწიფოს დღემდე მისიანების ნაწილიც კი ვეღარ დატოვებს, არათუ ჩვენ…. ამდენიც აღარ იციან ბიძინამ და მისმა ქვეშევრდომებმა?“,- ამბობს დავით ბერძენიშვილი.
ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.
04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.
გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.











