სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ზველი მხიზეს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი (501.V2) გამოვლინდა.
მისი თქმით, ბოლო ორ თვეში გამოვლენილ შემთხვევებში ყველაზე მეტად კოვიდის ეს შტამი ჭარბობდა.
კლინიცისტები აღნიშნავენ, რომ ახალი შტაპი ახალგაზრდებში ხვდებოდათ. მათი თქმით, კორონავირუსის ამჟამინდელი მეორე ტალღა სწორედ ამ ახალმა ვარიანტმა განაპირობა.
„წინასწარი მონაცემებით ახალი შტამი, რომელიც განსაკუთრებულად ჭარბობს კორონავირუსის მეორე ტალღის დროს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული. ჯერჯერობით უცნობია იწვევს თუ არა ის ვირუსის მძიმე ფორმებს ან უფრო მომაკვდინებელია თუ არა“,- აცხადებს პროფესორი სალიმ აბდულ კარიმი.










