სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის განცხადებით, ქვეყანაში AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინით 65 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობას არ აცრიან.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ვაქცინას ხანდაზმულებში მანამდე არ გამოიყენებენ, სანამ მისი ეფექტურობის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გახდება ხელმისაწვდომი.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ხანდაზმულებში AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი შეიტანეს.











