სამხრეთ კორეა ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს შეამსუბუქებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„1 ივლისიდან ის მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდის პირველი დოზა გაკეთებული ექნებათ, ვალდებულები აღარ იქნებიან გარე სივრცეში პირბადე ატარონ. ასევე, მათ თავისუფლად შეეძლებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება“,- განაცხადა სამხრეთ კორეის პრემიერმა.
სამხრეთ კორეის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 3,9 მილიონმა ადამიანმა კოვიდის ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. 1,9 მილიონი კი სრულად არის ვაქცინირებული.
პანდემიის დაწყებიდან სამხრეთ კორეაში კოვიდის 137, 682 შემთხვევაა გამოვლენილი.











