სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
68 წლის პრეზიდენტთან ერთად მისი მეუღლე და ცხრა თანაშემწეც აიცრა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 99,421 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 1,704 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 91,079-ს შეადგენს.











