საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები დღეიდან გაიხსნება.
ადგილზე აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.
სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნა, თუმცა შეზღუდვა დღემდე მოქმედებდა საბაგიროებზე.











