ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დევიდ სასოლი ვენაში მომხდარ თავდასხმას გმობს.
„სამწუხარო და საშინელია, რომ კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ევროპაში. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, მათ მეგობრებთან და ვენის მაცხოვრებლებთანაა. ევროპის მთელ კონტინენტზე ჩვენ ერთად ვდგავართ ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ“ – წერს სასოლი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. მოკლულია თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, ერთზე კი ძებნა კვლავ მიმდინარეობს.
It is with sadness and horror that we follow the news of another attack in Europe this evening.
Our thoughts are with the friends and family of the victims, and the people of #Vienna.
Across our continent, we stand united against violence and hate.
— David Sassoli (@EP_President) November 2, 2020











