დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კოებრიძე აცხადებს, რომ სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენითაც არ მიიღება, იგი გამაფრთხილებელ განცხადებებს ყოველთვის გააკეთებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სანამ მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, ნდობა „ქართული ოცნების” მიმართ არ მაქვს, ამ საკითხზე ჩემს გამაფრთხილებელ განცხადებას ყოველთვის გავაკეთებ, რადგან გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება, რომ „ქართული ოცნება” უკვე შეთანხმებულ თემებზე ახდენს მოტყუება- გადაგდებას მოსახლეობის.
ასევე ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა, დღეს ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთხელ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პირობა, რომელიც როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ ფარულ გარიგებაში ჰქონდა, ბოლომდე არ შეასრულა. „ქართული ოცნება“ ხან მოსახლეობას ატყუებს, ხან პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ სიტუაციაში ჩვენი როლი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი პოზიცია არის მტკიცე“, – განაცხადა კობერიძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
კანონოპროექტს 115-მდა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
ნახეთ, სხვა პოლიტიკური შეფასებები:
- მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა
- „ნაციონალური მოძრაობა“ თავის განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და ანტიდასავლური ძალა – კობახიძე
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება – თალაკვაძე
- კანონპროექტს საფრთხე აღარ ემუქრება – თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტში მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ორშაბათს უყრიან.











