საფრანგეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია Pfizer/BioNTech-ის მიერ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
საფრანგეთში ვაქცინაციის კამპანია სავარაუდოდ კვირას დაიწყება. თავდაპირველად ვაქცინას ექიმები და ხანდაზმულები გაიკეთებენ.
საფრანგეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 2 562 615 დადასატურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 62098 ადამიანი.











