საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსის 12 301 შემთხვევა გამოვლინდა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











