fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველო მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე გახდა

20:50 სექტემბერი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
790
ნახვა

მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალური მდივნის მიწვევითა და კოალიციის მმართველი საბჭოს 28 წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, საქართველო „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ სამუშაო ჯგუფის – „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ წარმოადგენს თანამშრომლობის განვითარების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად.

„სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია ტექნოლოგიების განვითარების გზით დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ამოცანები, რომელთა შესრულების პოპულარიაზიასაც საერთაშორისო არენაზე საქართველო აქტიურად ახდენს, პირდაპირ ეხმიანება „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ ღირებულებებს და მთავარ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში.

სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც წარმატებული დემოკრატიული რეფორმების განმახორციელებელმა ქვეყანამ; სხვა სახელმწიფოებს გაუზიაროს ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილება; ასევე, გაითვალისწინოს ამ მხრივ, სხვა ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები და პროგრესი და ხელშესახები წვლილი შეიტანოს საკუთრივ „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ გაძლიერებასა და გლობალურად, საერთო გამოწვევების საპასუხო გზების ძიებაში. ამასთან, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, სხვა სახელმწიფოებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საკუთარი წვლილი შეიტანოს ღიაობისა და დემოკრატიის განვითარებისკენ მიმართულ საერთო ძალისხმევაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით წარმატებული ქვეყანა, 2019 წლის ოქტომბერში შერჩეულ იქნა „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მმართველი საბჭოს წევრად. საქართველო იყო ვარშავის დეკლარაციის ხელმომწერთა შორის, რომლითაც 2000 წელს საფუძველი დაედო „დემოკრატიათა თანამეგობრობას“. დეკლარაციაში ასახულია ორგანიზაციის მთავარი მიზნები, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის, გაღრმავებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კონსოლიდირებულ ძალისხმევას.

მმართველ საბჭოში ამჟამად გაერთიანებულია 29 წევრი ქვეყანაა – არგენტინა, აშშ, გვატემალა, დიდი ბრიტანეთი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კანადა, კორეის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, ლიეტუვა, მალი, მექსიკა, მონღოლეთი, მაროკო, ნორვეგია, ნიგერია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საქართველო, უნგრეთი, ურუგვაი,  ფინეთი, შვედეთი, ჩილე და  ჩრდილოეთ მაკედონია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თეგები: საგარეო საქმეთა სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სექტემბერი 5, 2021
771
მთავარი ამბავი

საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 15, 2021
797
პოლიტიკა

ცინიკური და სრულიად მიუღებელია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კომენტარი – საგარეო უწყება

აგვისტო 6, 2021
909

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია