fbpx
25/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო – ევროპარლამენტარი

10:19 მარტი 20, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
917
ნახვა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო”,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან და ამ ქვეყნის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რასა იუკნევიჩიანესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

„ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო“,-აცხადებს ევროპარლამენტარი.

ჟურნალისტის კითხვაზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ოლიგარქიულ გავლენებსა და [ქვეყნის] მიტაცების რისკებზე საუბრობს საქართველოში. თქვენი აზრით, რა გამოხატულება აქვს ამ ფაქტორს, რეალურად, ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ფიგურის არსებობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ევროპულ გაგებას.

„დემოკრატია ჩვენ გვესმის, როგორც სახელმწიფოს ისე მოწყობა, სადაც მაგალითად, ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იქნება ეს დღევანდელი ოპოზიცია თუ “ქართული ოცნების” ოპოზიცია მომავალში და არჩევნების მოგება სულაც არ ნიშნავს ყველაფრის შენს სასარგებლოდ მართვას. ოპოზიციას დიდი როლი ეკისრება დემოკრატიაში, ამიტომაც არის ასეთი ტერმინი დიდ ბრიტანეთში: “მისი უდიდებულესობა დედოფლის ოპოზიცია”, ან “მისი უდიდებულესობა დედოფლის მთავრობა.” გაგება ასეთია: ორივე ძალა ან თუ გნებავთ ფრთა, ძალიან მნიშვნელოვანია. როცა არჩევნებს იგებ, შემდეგ აკეთებ ყველაფერს, რათა ოპოზიცია ჩართო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და აღჭურვო ის შესატყვისი ინსტრუმენტებით ქვეყნის ეფექტურობის მიზნით“,-აცხადებს ევროპარლამენტარი.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

თეგები: ევროპარლამენტარი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ევროპარლამენტარი: საქართველოსთან მიმართებაში უნდა ვიყოთ მკაფიოები, მაგრამ ფრთხილები, რადგან არ გვსურს მისი დაკარგვა ევროინტეგრაციის გზაზე

ნოემბერი 12, 2021
803
პოლიტიკა

ევროკავშირთან ინტეგრაცია ქართველების 80%-ზე მეტის მტკიცე სურვილია – ვიოლა ფონ კრამონი

ივლისი 7, 2021
825
პოლიტიკა

როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანადოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას – ევროპარლამენტარი

ივლისი 5, 2021
778

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია