საქართველოს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში ხვალ დილიდან გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ოპოზიცია პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციის ჩატარებას გეგმავს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.











