საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას.
„ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.











