საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოშიც რეინფიცირების მცირე შემთხვევა ფიქსირდება.
„რეინფიცირების შემთხვევა სულ თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში. დადასტურება იმასთან დაკავშირებით რომ ნამდვილად რეიფიცირებასთან გვაქვს კავშირი, ამას დიდი კვლევა სჭირდება მათ შორის გენეტიკურიც. ჩვენთან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
რა ისწავლა მედიცინამ კორონავირუსით რეინფიცირებულ პაციენტებზე ჩატარებული კვლევებიდან











