საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდერსენი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მოვლენებს ეხმაურება.
„საქართველოს ოპოზიციის ლიდერის ძალადობრივი დაკავება არასასურველი ესკალაციაა. მთავრობასა და ოპოზიციას მოვუწოდებთ, იპოვონ სიტუაციის დაწყნარების გზები და პოლიტიკური დიალოგისკენ დასაბრუნებელი გზა. საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ პირველ ადგილზე ეროვნული ინტერესი დააყენოს და დემოკრატიულ გზაზე დარჩეს“, – დაწერა ნორვეგიის ელჩმა.
დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.
სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.
ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 21 აქტივისტი დააკავეს.
მხარდამჭერებმა მელიას დაკავება გააპროტესტეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის ორგანიზატორებმა მასშტაბური აქცია 26 თებერვალს დააანონსეს.
ნიკა მელიას დაკავების ფაქტის შესახებ დაიწერა საერთაშორისო მედიაშიც.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.











