საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საცხობები და საკონდიტროები საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეზღუდვების სიაში არ შედიან.
„საცხობები და საკონდიტროები არის კვების ობიექტები, რომლებიც რეალურად გატანის სერვისზე მუშაობენ, ანუ შეიძენთ პროდუქტს და მიდიხართ, ადგილზე არ ხდება მომსახურეობა, აქედან გამომდინარე ისინი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებულ შეზღუდვების სიაში არ შედიან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











