27 წლის გარდაცვლილი ექთნის ბიძის განცხადებით, ცხედარს ექსპერტიზაზე დღეს გადაასვენებენ.
„მერე გადავასვენებთ სოფელში. ოჯახს დიდი მოლოდინი აქვს, რომ დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. დაუდევრობით მოხდა სავარაუდოდ ეს ყველაფერი. ახალციხის კლინიკაში არასწორი მოქმედებები ჩატარდა,“ – გარდაცვლილის ბიძა.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.











