საკოორდინაცი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით დღეიდან განახლდება.
შაბათ-კვირას შეზღუდვა იხსნება როგორც სავაჭრო მოლების, ისე ბაზრობების მუშაობაზე.
სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა პირველი თებერვლიდან განაახლეს, ხოლო ბაზრობებმა 8 თებერვლიდან, თუმცა შეზღუდვა ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირას.











