fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს კიდევ ერთი ჯგუფი დაემატა

14:31 დეკემბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.5k
ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფების ცლილების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

„გაცნობებთ, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებულ რისკჯგუფებს დაემატა კიდევ ერთი პრიორიტეტული ჯგუფი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) პედაგოგები და 65 წლის და უფროსი ასაკის პირები;

შეხსენების მიზნით, კვლავ მოგაწვდით 2020–2021 წლის გრიპის სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკ-ჯგუფების და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების ჩამონათვალს, რომელიც განისაზღვრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების და ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე:

ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები:

ა.ა) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;

ა.ბ) გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები 65 წლის და ზემოთ;

ა.გ) დიაბეტის მქონე პირები;

ა.დ) დიალიზზე მყოფი პირები;

ა.ე) C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

ა.ვ) აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:

ბ.ა) ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

ბ.ბ) ორსულები;

ბ.გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები) პედაგოგები;

ბ.დ) 65 წლის და უფროსი ასაკის პირები;

გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის N 01/ – 6/ნ ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:

გ.ა.) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი:

გ.ა.ა.) ექიმები;

გ.ა.ბ.) ექიმი-რეზიდენტები;

გ.ა.გ.) ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);

გ.ა.დ.) საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები;

გ.ა.ე.) ბებიაქალები;

გ.ა.ვ.) სტომატოლოგები;

გ.ა.ზ) სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები;

გ.ა.თ) სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;

გ.ა.ი) სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;

გ.ბ.) ვეტერინარ იასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:

გ.ბ.ა.) ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;

გ.ბ.ბ.) მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერ მების თანამშრომლები; გ)მონადირეები;

გ.ბ.დ.) ვეტერინარები;

გ.ბ. ე) ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები;

გ.გ.) სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი:

გ.გ.ა.) ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი;

გ.დ) თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:

გ.დ.ა.) საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.ბ.) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.გ.) საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები;

გ.დ.დ.) სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან.

გ.ე.) პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პე რსონალი;

გ.ე.ა.) პატიმრობის დაწესებულება,

გ.ე.ბ.) თავისუფლების აღკვეთის და წესებულება,

გ.ე.გ.) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნ ალო დაწესებულება.

ზემოთ განსაზღვრული 2020-2021 წლების გრიპის სეზონურ ვაქცინაციას დაქვემდებარებული რისკის და სპეციფიური პრიორიტეტული ჯგუფების გარდა, ვაქცინაციას დაექვემდებაროს, მათი ოჯახის წევრები (უპირატესად ბავშვები).

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აცრები მიმდინარეობს სანოფი პასტერის წარმოების სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით. მწარმოებრლი ქვეყანა არის საფრანგეთი. ვაქცინის სამარკო დასახელებაა ვაქსიგრიპ ტეტრა/VAXIGRIP TETRA. მისი თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა სრულ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობასთან. ვაქცინა არის ოთხ კომპონენტიანი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხორციელდება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

თეგები: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს „შავი სიები“ აქვს და კანონის ავლით უკეთებენ „ფაიზერს – გიორგი კანდელაკი

ივლისი 15, 2021
804
საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ივნისი 25, 2021
1.1k
მთავარი ამბავი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ივნისი 1, 2021
876

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია