კოლორადოს შტატში (აშშ) სროლას სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ABCNEWS-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ სუპერმარკეტის სადგომზე შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა.
გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერი, 51 წლის ერიკ ტელია, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.
საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელი დაიჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.











