„ლეიბორისტული პარტიის”ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„შეხედეთ ტრამპის ნამოქმედარს. აი რას გადაურჩა ამერიკა, მსოფლიო და საქართველო რომელიც ტრამპისტებმა პუტინს მოჰყიდეს.
მაინტერესებს თუ უყურებს ახლა ივანიშვილი პირდაპირ რეპორტაჟს ვაშინგტონიდან, სადაც კაპიტოლიუმის შენობა დაიკავეს ტრამპისტმა მომიტინგეებმა და გვიპასუხოს რატომ არავინ თხრის თვალებს ამ ხალხს?” – წერს შალვა ნათელაშვილი.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა.
ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.











