„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, შემოდის 10%-იანი გადათვლის ვალდებულება მთელი საქართველოს მასშტაბით”,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
“გარდა ამისა, ვაკეთებთ კანონმდებლობაში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც დაშვებული იქნება ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არჩევნების პროცესში. ეს დააზღვევს კარუსელებს და ასეთი ტიპის მანიპულაციებს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი ცვლილებები, რომელიც ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას, საჯარო მოხელეებისა და მოსამსახურეების ჩართვას საარჩევნო აგიტაციაში“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი საარჩევნო რეფორმაზე მუშაობს.










