ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში ახალი წყარო გაჩნდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ რეგულაციებს დავიცავთ, შემთხვევათა რაოდენობა გარდაბნის კლასტერს არ გასცდება.
„დღეს ჩვენ გვყავს ე.წ. გარდაბნის კლასტერი. საკმაოდ დიდი სოფელია. 7 000-ზე მეტი მოსახლეა, შესაბამისად, შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო რეგიონში.
ამ რეგიონის კვლევა გაგრძელდება და თუ ჩვენ გავაგრძელებთ რეგულაციების დაცვას, არ მგონია, რომ შემთხვევები გასცილდეს ამ ახალ კლასტერს.
იმედი მაქვს მათი რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდება, რადგან ხდება კვლევა, ინფიცირებულების იზოლაცია, კარანტინში გადაყვანა და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მატების დინამიკა ამ კლასტერშიც არ გვექნება“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევა დადასტურდა.
ნახეთ, დეტალურად: რომელ წყაროს მიეკუთვნება ახალი დადასტურებული შემთხვევა.











