fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის სოფლებს ეწვია

10:31 იანვარი 15, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
863
ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის სოფლებს  ეწვი.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა ახვლედიანი სოფელი პერევის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა და ბლოგ-პოსტთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობასაც შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

სოციალური დახმარების კამპანიის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და რაჭის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია და პანდემიის ფონზე სოციალური დახმარების აქცია, 8 რეგიონში განხორციელდა.

საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით, გადაეცათ, როგორც მცხეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის შესაბამისი ბეჭდური სინფორმაციო მასალია მიწოდება, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მხარდაჭერით განახორციელა.

ასევე, კოვიდპანდემიის ფონზე სოციალური დახმარება გაეწიათ კონფლიქტით დაზარალებულ 116-ვე სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს.

„მიმდინარე კვირას ჩვენ ვამთავრებთ, როგორც გამყოფი ხაზების მიმდებარედ, ისე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ, ჯამში 8 რეგიონში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საინფორმაციო და სოციალური დახმარების კამპანიას, რომელიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე საპასუხოდ განვახორციელეთ.

ამ აქციას ვასრულებთ საჩხერისა და ონის მუნიციპალიტეტების შესაბამის სოფლებში ვიზიტით, სადაც ვეწვიეთ იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ ჩვენი თანადგომა, რაც განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ვეწვიე სოფელ პერევს, სადაც ასევე შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, განვიხილთ მათ წინაშე მდგარი პრობლემები. პირადად ვეწვიე სოფელ პერევის საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გავეცანი მიმდინარე ოკუპაციით შექმნილ რთულ ვითარებას.

ამ რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ მოსახლეობის წინაშე მდგარი ამოცანების, გამოწვევების გადაჭრის შესაძლო გზებზე და სახელმწიფო მინისტრის აპარატი მის კომპეტენციაში შემავალი ორივე პოლიტიკის განხორციელების პროცესში ბუნებრივია კვლავაც განაგრძობს მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

თეგები: თეა ახვლედიანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დროებით აღმართულ კედლებსა და ფიზიკურ ბარიერებს ვუპირისპირდებით სამშვიდობო ინიციატივებითა და გაზრდილი ძალისხმევით – თეა ახვლედიანი

აგვისტო 8, 2021
872
პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებები, კიდევ ერთი გამოხატულებაა უკანონო ოკუპაციის

ივნისი 10, 2021
788
რეგიონები

თეა ახვლედიანი: „ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის“

მაისი 20, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია