შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიამ ახვლედიანს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
თეა ახვლედიანი მანამდე, ესტონეთში საქართველოს ელჩი და ასევე, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოადგილე იყო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ქეთევან ციხელაშვილი 22 მაისს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში დაინიშნა.











