წყალტუბოში, არასრუწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმდების ფაქტზე 17 წლის გოგონას ექსპერტიზა უტარდება.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის გოგოსთან გარყვნილი მქედება ოჯახის ახლობელს ჰქონდა.
მოზარდი მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა დღის ცენტრის ბენეფიციარია
ცენტრის დორექტორის თქმით, სავარაუდოდ, ინციდენტი ხუთი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მოზარდთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები, მისი მდგომარეობა რთულია. რაც შეეხება სავარაუდო მოძალადეს, დირექტორის ინფორმაციით, მასზე გამოწერილია შემაკავებელი ოქმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
ავტორი: კესო მოლაშხია











