სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ დაპირისპირებას სამხრეთ კავკასიის და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„შეშფოთებული ვარ სროლებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანამ გამოიჩინოს თავშეკავება და გამოიყენოს კომუნიკაციის ყველა საშუალება, ისევე როგორც პირდაპირი მეთოდები, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ოფისებიც“,- წერს კლაარი.
Very concerned about exchange of fire on Armenia-Azerbaijan border. Important for both countries to show restraint and to use all channels of communication, both direct and the good offices of the #OSCE Minsk Group Co-Chairs
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) July 13, 2020
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.











