ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პოლიტიზირება უნდა შეწყდეს.
„სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დაყოფას ეროვნულ დონეზე; სადაც ადგილი ჰქონდა აშკარა უპატივცემულობას მეცნიერების და ჯანდაცვის პროფესიონალების მიმართ, არეულობა მოხდა და შემთხვევები და სიკვდილიანობა გაიზარდა. აი, რატომ ვიმეორებ გამუდმებით : შეწყვიტეთ კოვიდ 19-ის პოლიტიზირება,“– აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.











