„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ვენაში მომხდარი თავდასხმით“,- ვენის ტერაქტს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„შოკირებული და დამწუხრებული ვარ ვენაში მომხდარი თავდასხმით. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან, ავსტრიელ ხალხთანაა. ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ავსტრიას. ჩვენ ტერორიზმზე და სიძულვილზე ძლიერები ვართ“,- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, რომ ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო.
I am shocked and saddened by the brutal attack that took place in Vienna. My thoughts are with the families of the victims and the Austrian people.
Europe stands in full solidarity with Austria. We are stronger than hatred and terror.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 2, 2020











