შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.
უწყების ცნობით, შსს ამ წუთებშიც განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო, სამძებრო სამუშაოებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორიზმის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











