მოხუცთა სახლში, შვიცარიის ქალაქ ლუცერნაში პაციენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გაირდაიცვალა. ოფიციოზი კავშირს ვაქცინასა და მოხუცის გარდაცვალებას შორის ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს.
შვეიცარიაში საყოველთაო ვაქცინაცია 23 დეკემბერს დაიწყო. ამისათვის მხოლოდ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გამოიყენება.
„ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში ლუცერნში, მოხუცთა სახლში 91 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა. არც ავადმყოფობის ისტორია და არც დაავადების გამწვავება არ მიანიშნებს პირდაპირ კავშირზე ვაქცინაციასა და ლეტალუობას შორის. არსებული გამომრიცხავი ინფორმაცია მიუთითებს ადრე არსებულ დაავადებებზე, რომელიც შესაძლოა გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო“ – ნათქვამია Swissmedic-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.











