სინოდის წევრები სინოდალური კომისიის მოლოდინში არიან. ისინი არ აკონკრეტებენ, რომელ მღვდელმთავრებს მოუწევთ მეუფე პეტრესა და მიტროპოლიტ ზენონის მოსმენა.
როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ (ფაჩუაშვილი) აცხადებს, კომისია როდის შეხვდება მეუფე პეტრესა და მიტროპოლიტ ზენონს ეს შიდა სამუშაოა.
„მუშაობს ეს კომისია და როდის შეხვდება მეუფე პეტრეს, ან მეუფე ზენონს, ოღონდ განსხვავებული საკითხებია ვიმეორებ, ეს კომისიის შიდა სამუშაოა და მუშაობს კომისია. რა თქმა უნდა მათ პირადად, რომელ საკითხსაც იკვლევენ, პირადად გაესაუბრებიან, შეხვდებიან,” – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).











