fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ ბატონი ელისაშვილისა და ასევე, “გირჩის” ნაწილის მიმართ – აკაკი ბობოხიძე

19:06 იანვარი 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
823
ნახვა

“ძალიან გთხოვთ, რომ სიტყვა „ოპოზიცია“ აღარ გამოიყენოთ ბატონი ელისაშვილის და ასევე “გირჩის” ნაწილის მიმართ – ისინი დღეს გველაპარაკებიან, პრაქტიკულად, “ქართული ოცნების” ტერმინოლოგიით და არამარტო ტერმინოლოგიით გველაპარაკებიან, არამედ ბრალდებებსაც ისვრიან ზუსტად “ქოცური” მენტალიტეტით, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას, გვაქვს ერთიანობა და იმედი მაქვს, ეს ერთიანობა ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. ალეკო ელისაშვილთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ალეკო ელისაშვილი ვინ არის?! მეორე მხარეა?! ანუ ხელისუფლების წარმომადგენელია და მას უნდა ველაპარაკოთ რამეზე?! ალეკო ელისაშვილს და “გირჩის” ნაწილს პოლიტიკური ფასი დაედო მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის მსხვილი ნაწილი არ შედის პარლამენტში, ამიტომ მოდით, ეს ფასი დაიდონ შევიდნენ და შეირგონ. ალეკო ელისაშვილი და “გირჩის” ნაწილი არ წარმოადგენს პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერს, რომ არა ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტის მიმართ. უნდათ შესვლა?!შევიდნენ, ოღონდ როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილს “ქართული ოცნებისთვის” ფუნქციაც და ღირებულებაც გააჩნია მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ის პარლამენტში მასთან ერთად ვინმეს კიდევ შეიყვანს და ალეკო ელისაშვილს, როგორც ჩანს, ეს ამოცანა აქვს “ქართული ოცნების” წინაშე შესასრულებელი, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამ დავალებას ვერ შეასრულებს. ჩვენი ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, არჩევნები გაყალბდა და იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნების ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა ამისათვის არსებობს ერთადერთი გზა – ხელახალი არჩევნები და აქ ვართ ერთიანი, არსებობს ამის მიღწევის ბერკეტები და ამ ბერკეტების ამოქმედების დრო დადგება ძალიან მალე. ყველაზე რადიკალური პოზიციების მქონე პიროვნებიდან ალეკო ელისაშვილისგან მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციების მქონე ელისაშვილი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები მოიძია, დადო და იძულებული გახადა მართული ყოფილიყო”, – განაცხადა ბობოხიძემ.

თეგები: აკაკი ბობოხიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ერთადერთი ბერკეტი რაც გვქონდა, პარლამენტის ბოიკოტი იყო და ეს ბერკეტი უკვე გავუშვით – აკაკი ბობოხიძე

აპრილი 20, 2021
777
პოლიტიკა

“როგორც ჩანს, ვიღაცები გარკვეულ წარუმატებლობას მძიმედ ხვდებიან – აკაკი ბობოხიძე

აპრილი 10, 2021
788
პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძის მიერ დაანონსებული აქცია ხელისუფლების დავალებით ხდება – აკაკი ბობოხიძე

აპრილი 9, 2021
816

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია