აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მთავრობის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შენობის შესასვლელთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ელგუჯა ბაგრატიონი და ასმათ დიასამიძე შენობაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. პოლიციამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, სიტყვიერი დაპირისპირება მიჰყვა.
„ვის იცავთ ხალხო, მონად გაქციეს პილიცია, კანონს თავზე გახევენ და თქვენი ხელით ჩვენც გვახევენ თავზე კანონს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს უფლება აქვთ შევიდნენ მთავრობის შენობაში და მით უმეტეს, სხდომას დაესწრონ. თქვენ არ გვაძლევთ ამის უფლებას. თქვენ არღვევთ კანონს“, – მიმართა პოლიციელებს ელგუჯა ბაგრატიონმა.











