სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
როგროც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში რუს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ეს ვარიანტი დღის წესრიგში დგას და განიხილება.
„ჩვენს დღის წესრიგში ასეთი ვარიანტი არსებობს. ასევე არსებობს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, ან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაც,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რეიონისთვის იბრძვიან, რომელიც დიდი ხნის განამვლობასი სადავო იყო . იგი აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ კონტროლდება ეთნიკური სომხების მიერ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი შეტაკებებია ამ რეგიონში.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











