სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
როგროც სომხეთის პრეზიდენტი ამბობს, ამ საკითხში აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება.
„ახლა ყველა სომეხისთვის ერთ- ერთ ყველაზე გარდამტეხი მომენტია ჩვენი ერის ათასწლეულების ისტორიაში. ჩვენ წავაგეთ ომი, როგორც ბრძოლის ველზე ასევე დიპლომატიურ და საერთაშორისო არენებზე. ჩვენი ქვეყანა ისეთი აღარ არის, როგორიც 26 სექტემბერს, ან თუნდაც 8 ნოემბერს იყო. ბოლო დღეების განმავლობაში ათობით პოლიტიკური კონსულტაცია გავიარე სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალასთან. აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანია ერთ საკითხში: საჭიროა პრემიერის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სომხეთი პრეზიდენტმა.
ფაშინიანი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქში, ერევანში პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პირველმა პირებმა ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს.
მოსახლეობის ნაწილი ნიკოლ ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.











