„სომხეთმა ცეცხლთან თამაში უნდა შეწყვიტოს“,- ასე გამოეხმაურა თურქეთის თავდაცვის სამინსიტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ ხალხს მიუსამძიმრა და სომხეთს აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – „სომხეთი ახალი ომისთვის ემზადება!..“ – ალიევი











