თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„გამოაქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება! რა თქმა უნდა, მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია:
რუსეთი კლავს; რუსეთი აწამებს; რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას; რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას, და სხვა.
მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრასბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის, რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ, ოსებს ედავეთო.
ცუდია, რომ 8-12 აგვისტო დააიგნორა სტრასბურგმა, მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!“, – განაცხადა ხიდაშელმა.
გამოაქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება! რა თქმა უნდა, მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია:
რუსეთი კლავს; რუსეთი აწამებს; რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას; რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას, და სხვა.
მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრასბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის, რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ, ოსებს ედავეთო.
ცუდია, რომ 8-12 აგვისტო დააიგნორა სტრასბურგმა, მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!“, – განაცხადა ხიდაშელმა.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











