„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„არცერთ შემთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. კვირას ყველას გთხოვთ 3 საათზე პარლამენტთან“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება უკე მიიღო. პარტია პარლამენტში არ შევა და არც არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
ასევე პარლამენტში პარლამენტში „ლელოც“ არ შევა. ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.











