ურმავლესობის წევრი, მაია ბითაძე ამბობს, რომ ჭავჭავაძეზე მდგარ ე.წ. სმარტურნებს ადამიანის ამოცნობა შეუძლია. ამის შესახებ ბითაძემ Business Media Georgia-სთან საუბრისას განცხადა.
მისი თქმით, ურნებს შეუძლიათ ამოიცნონ, თუ ვინ ყრის ნარჩენს მასში.
„ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქ ე.წ. სმარტურნებია. ასე ვთქვათ, აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობა შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ.
გრძელვადიან პერსპექტივაში ამონაგები აქ იმდენად დიდია – ერთი ის, რომ გარემო არ არის დაბინძურებული და მეორე, ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შესაძლებელია, რომ ენერგია მივიღოთ, გაზი მივიღოთ, ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან ახალი პროდუქტი მივიღოთ”,- ამბობს ბითაძე.









