თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც ცათამბრჯენიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა მეორე დღეა სამშენებლო სამუშაოები გაჩერებულია.
ირკვევა, რომ მუშა მე-40 სართულის შახტაში ჩავარდა და ადგილზევე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაცული არ იყო უსაფრთხოების ზომები.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: თეა შონია











