ჭყონდიდის ეპარქიის დიაკვანი კონსტანტინე გაბისონია სალხინოში აცხადებს, რომ მეუფე სტეფანეს მიერ უკანონოდ არიან დასჯილნი.
„გუშინაც შეეძლო ადამიანურად მოსულიყო გრიგოლ დარსალია და ეთხოვა წინამძღვრისთვის, მამაო მოვდივარ. მამა დანიელმა უთხრა – ლოცვით ჩვენ ვლოცულობთ. მეუფე სტეფანე არის უკანონოდ დაყენებული მღვდელმთავარი. ჩვენ უკანონოდ ვართ დასჯილები და მივწერეთ წერილი სინოდს და პატრიარქს და სანამ განიხილება ეს საკითხი ვაგრძელებთ მსახურებას“ , – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, მეუფე სტეფანეს მიერ მღვდელმსახურება შეჩერებული მამაოები მეორე დღეა სალხინოს ტაძრის ახლადდანიშნულ იღუმენს გრიგოლ დარსალიას წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.
ავტორი: თეა შონია











