fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირები წმინდა სინოდსა და ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს მიმართვენ

16:12 მარტი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.3k
ნახვა

მარტვილის ეპარქიის კანცელარიაში ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე მამაოებმა განცხადება შეიტანე. ისინი  გაფართოებული საეპარქიო კრების ჩატარებას ითხოვენ, სადაც მიტროპოლიტმა სტეფანემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, ჰყავს თუ არა მეუფე პეტრე ცაავას შვილი გერმანიაში.

განცხადებას ხელს აწერს ეპარქიაში მოღვაწე ოცამდე მამაო.

ეს განცხადება მიტროპოლიტმა სტეფანემ ბალდის მამათა მონასტერში თქვა, სადაც გაუფრთხილებლად ჩავიდა წირვის ჩასატარებლად.

„ვინაიდან საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შეთვისებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია, თავს ვალდებულად ვთვლით მოგმართოთ:

ამა წლის 24 მარტს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) მიერ სამღვდელოებისა, მორწმუნე მრევლისა და სამართალ დამცავი ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით ბალდის მონასტრის სატრაპეზოში, მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავას) მიმართ გაჟღერდა შემდეგი სახის ბრალდება, რომელსაც ვციტირებთ: ,, თქვენს მეუფეს კითხეთ, რომელსაც იცავთ, იქ იმ ხევში ვისთან ერთად ყავდა შვილი’’. მიტროპოლიტ პეტრეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული ცილისწამება და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას საეკლესიო სასამართლოს ფორმატში… შესაძლებლად მივიჩნევთ საეპარქიო სასამართლოს მოწყობას მიტროპოლიტ პეტრეს თანდასწრებით სანამ აღნიშნულ საქმეზე სინოდის სხდომა იქნება ჩანიშნული.

ბრალდება თუ არ დამტკიცდება, განმცხადებელი ისჯება იმავე კანონით გათვალისწინებული სასჯელით, (2 მსოფლიო კრების მე-6 კანონი.) ვინაიდან, მიტროპოლიტ სტეფანეს მტრული და უპასუხისმგებლო ქმედებიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ბრალდების მისგან გაჟღერება ემსახურებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ წაყენებული ბრალდების გადაფარვას, ეპარქიაში არეულობის შემოტანას და საეკლესიო წესრიგის დარღვევას. მეუფე პეტრეს ღვაწლისა, ღვთის მოშიშებისა და მონაზვნური ცხოვრების წესისათვის ჩრდილის მიყენებას.

როგორც კართაგენის წმინდა ადგილობრივი კრების 79-ე კანონის განმარტებისას ნეტარი ავგუსტინე იუწყება: ,,თითოეულ კლირიკოსს, ყოველთვის ორი რამ უნდა ედგას თვალწინ, სინდისი და კეთილი სახელი. თავად ჩვენთვის საკმარისია სინდისი, მაგრამ სხვებისთვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კეთილი სახელი: ,,სინდისი შენთვის, კეთილი სახელი კი შენი მოყვასისთვის.“ რადგან, ყოველი კლირიკოსი კეთილი სახელით უნდა სარგებლობდეს. ამიტომ კანონი ამასთან დაკავშირებით განაწესებს შემდეგს: თუ კი კლირიკოსზე რაიმე დანაშაულის შედეგად, საჯაროდ არის შეტანილი საჩივარი ან საზოგადოეაში ხმა დაირხა, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მაშინ მან თავისი კეთილი სახელისა და ეკლესიის ავტორიტეტისათვის ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ ერთი წლის განმავლობაში თავი გაიმართლოს საეკლესიო სასამართლოზე და ამასთანავე, აჩვენოს საზოგადოების აზრის წინაშე თავისი უდანაშაულობა და თუ ამას ვერ შეძლებს განსაზღვრული დროის განმავლობაში, მაშინ კარგავს თავის გამართლების უფლებას და გადაეცემა სასამართლოს.

ვინაიდან, 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე და სხდომის გარეთ საჯაროდ მიტროპოლიტ პეტრეს მიერ პატრიარქის მისამართით გაჟღერებული ბრალდება ამ კანონის მიხედვითაც დარჩა რეაგირების გარეშე ჩვენ ამჟამად მიზანშეწონილად მივიჩნევთ ამ შემთხვევაში ეს პრეცენდენტი არ იქნას დაშვებული და სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კანონიკურ სამართალს, რათა უფლის წყალობით თავიდან ავირიდოთ შემდეგი არეულობა და შფოთი ჭყონდიდის ეპარქიასა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში…

დაე, საეკლესიო სასამართლოს მოწვევამდე და ამ საკითხის გარკვევამდე, მიტროპოლიტ სტეფანეს მსახურება წმინდა ტრაპეზთან, მის სინდისზე იყოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მამაოების ნაწილმა ეს განცხადება ეპარქიის კანცელარიაში უკვე დატოვა. განცხადების მოსაკითხად მისული ჟურნალისტებს, სასწრაფოდ რეზიდენციის დატოვება მოსთხოვეს.

„სასწრაფოდ დატოვეთ რეზიდენცია, დიახ მეუფე სტეფანეს ძმა არის აქ მეფე და ნუ შემოდიხართ აქ დაუკითხავად კერძო ტერიტორიაში. მეუფე არაა აქ. განცხადების შესახებ არაფერი ვიცი, ეს წმინდა სინოდის გადასაწყვეტია“, – თქვა რეზიდენციის მცველმა.

მეუფე სტეფანეს ბრალდებებს მეუფე პეტრე ცაავამ უპასუხა. იგი მზადაა დნმ-ის ანალიზი ჩაიტაროს.

 

 

ავტორი: თეა შონია 

თეგები: ჭყონდიდის ეპარქია

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

სასულიერო სკოლის პედაგოგების გაფიცვის ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია და თავად მივხედავთ – მეუფე სტეფანე 

ივნისი 1, 2021
798
საზოგადოება

სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელ გვილავა განკვეთის მოლოდინშია

მაისი 29, 2021
789
მთავარი ამბავი

მეუფე სტეფანემ ურჩობაში მყოფ იღუმენს ბოლო გაფრთხილება მისცა

მაისი 26, 2021
796

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია