რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში ამნისტია გამოაცხადა და ქალებს მოუწოდა, ახალ მთავრობას შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს.
„ისლამურ საამიროს არ სურს, რომ ქალები მსხვერპლნი გახდნენ. შარიათის კანონის შესაბამისად, ისინი სამთავრობო სტრუქტურაში უნდა იყვნენ. მთავრობის სტრუქტურა ბოლომდე არ არის მკაფიო, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს სრულად ისლამური ხელმძღვანელობა და ყველა მხარე უნდა შეუერთდეს მას“, -განაცხადა „თალიბანის“ კულტურის კომისიის წევრმა, ენამულა სამანგანმა.











