თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტი გალინა კარმუშინა ჩაერთვება. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გალინა კარმუშინა გამოძიებაში ოჯახის ადვოკატის თხოვნით ჩაერთვება.
„ოჯახის ადვოკატის თხოვნით, ჩვენგან ჩაერთვება სასამართლო- სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა, ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მისი ლიცენზიის აღიარებას. შემდგომში უკვე ჩვენ განვიხილავთ იმ სტრატეგიას, რითაც ჩაერთვება ცენტრი „ემპათია“.
წინასწარ ვერაფერს გეტყვით, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზები და უნდა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ გვაქვს, ვაგვარებდით ტექნიკურ საკითხებს და წინასწარ ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მთავარი არხის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.
როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში სამართალდამცველებმა სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი აღმოაჩინეს. მედიკამენტების პოვნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც.
ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ამ წუთებშიც აწარმოებენ. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყიდან ცოტა ხნის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ჭრილობები არ აღენიშნება.
ამავე თემაზე:
- „ცხედარი უკანა სავარძელზე იყო“ … თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საკუთარ ეჭვებს აფიქსირებს
- ვიცოდი, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყო – თამარ ბაჩალიაშვილის კომპანიის დირექტორი გარდაცვლილ პროგრამისტზე
- ოჯახის ადვოკატი – თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია
- ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი – გია ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე
- სოფო კილაძე: განცხადებები იმაზე, თითქოს გამოძიება სათანადოდ არ მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება
- „ზეგ“-ის პროგრამირების მენეჯერი თამარ ბაჩალეიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს
- 23 წლის გოგოს შესახებ განცხადება გაავრცელა იმ კომპანიის დირექტორმა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.











