ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ჩინური ვაქცინის შემოტანა საქართველოში ჯერ არ განიხილება. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინური ვაქცინა არაა აღიარებული არცერთი მკაცრი მარეგულირებლისა და WHO-ს მიერ.
„საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებთაც აქვთ ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ან WHO-ს მიერ პრეკვალიფიცირებულია. ამ ეტაპზე ჩინური ვაქცინა არც ერთი მკაცრი მარეგულირებლის მიერ არ არის აღიარებული და არც WHO-ს მიერ. ამ ეტაპზე რასაც განვიხილავთ, არის Pfizer-ის ვაქცინა, AstraZeneca და Moderna, რომელიც, ასევე, არის ის კანდიდატი ვაქცინა, რომელიც შეიძლება ქვეყანამ გამოიყენოს“,- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და ჩინური ვაქცინის შემოტანის ალბათობა ყველაზე დიდია.











