ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„საქართველომ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა! დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავე და დამარცხებულია რუსეთი! გილოცავთ ყველას! საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს – ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მიღწევას!“, – განაცხადა ჟვანიამ.
დღეს, 21 იანვარს, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.











